0 42

ხურდა ვერ ათბობს ..


***
მონასტრის წინ ქალი იჯდა
ხელჯოხით და ხის ტარით,
არ გააჩნდა არაფერი, 
გარდა ცრემლი სიმწარის.

სიყვარულით სავსე თვალებს გარშემო ანათებდა
მისსა გულსა და იმ წამსვე
სხვასვე თან გადასცემდა.

კარში შესულს მომაძახა:
ღმერთი იყოს მფარველი
შენი შვილო …. და გიცავდეს
ცხოვრების გზას მარჯვენით..

გული ჩამწყდა, ცრემლი წამსკდა,
ტაძარს შეველ დარცხვენით,
იქ რომ იჯდა, განა მისი,
ჩვენი ბრალ არს გაჩენით.

სანთელი რომ ავანთე და გამოვედი კარიდამ,
ქალი შემხვდა იმავ ადგილს,
არ იცვლიდა ნაბიჯსა.

შევხედე და უმალ წამსვე
ჯიბეს მივყავ მე ხელი,
ამოვიღე რაც გამაჩნდა, 
ბედნიერად მივეცი.

წამოსვლისას მივიხედე,
გონებაცა მეცვალა,
მივხვდი ,რომა 
მარტო ხურდა ვერ გაათბობს ვერა რას.

სიყვარული , თანაგრძნობა დაჰკლებია ჩვენგან და,
ახლა კი ზის მარტო ხელად, გარიყული ყველასგან.

თორნიკე ალადაშვილი
კომენტარები (0)