0 0 30
თოვას მიჰყვება შენი ხელები ..
****
თოვლს მივამსგავსე შენი ხელები,
რომ თრთოდა ისიც თეთრი სისოვლით,
მაგრამ როგორც ზამთრის სიცივეს,
ვეღარ ვეხები მთელი შეგრძნებით.
და გამირბიან ნაზი თითები,
ვით შემოდგომით ფოთლები ხეებს,
მომიწევს მოცდა მომავალ წლამდის,
გამიასმაგებს მონატრებას-მოუნელებელს.
ფანჯრის იქით რომ მოჩანს სიცივე,
მაგრამ გრძნობები ახლა შორია,
მხოლოდ სიყვარულს ვერ იტევს გული,
სულს ეუფლება ეიფორია.
ჭიქა ჩაიც ხომ მითბობს სხეულს
და მანუგეშებს როგორც არასდროს,
მაგრამ შენი ხმა და შენი ხელი
არც შეედრება არას…ყოველს ვგმობ.
წუთებს მიჰყვება წამის მეასედი,
გადის წყეული დრო შეუჩერებლივ,
თოვა არ წყდება და გამახსენებს
შენს მოგონებას თითოს-უკლებლივ.
მექნება განცდა შინ დაბრუნების
და იმედი რომ შენ ჩემთან მოხვალ,
ფანჯრის იქით კი წარბშეუხრელად
ზამთარი ისევ უგონოდ თოვდა.
თ.ალადაშვილი