0 14

შენი ვნების სხეული


გახეჩილ ბროწოლს მივამსგავსე შენი სხეული,
შეფერილიყო სიცხოლისგან მკვეთრად და წითლად,
თან ამშვენებდა ლურჯი ვენები დატოტილ მინდვრით,
ამოსული და გამოშლილი მტევნების პირად.
ზედ ამოსდევდა მკერდის მხრისა პატარა ხალი, 
ვით ერთი კაცი ამ უდიდეს შავთვალა ბრბოში,
განმარტოვებით მდგარი ობლად და ქალად ნაზი
ზედ გადამდნარი ბროწლისა წვენით ცეცხლისა დასში.
ძვლები ნაძერწი ღმერთის ხელებით
მორჩენილიყო კისრისა მიჯნად,
სულით მგრძნობარე მე მისი ვნებით
მიწევდა ყოფნა მუდმივად გმინვად.
თმები, ოხ,თმები! მიწისა მსგავსი,
შავი კი არა, უფრო ღიაა,
ცივ სუსხიანი ამინდივით
ნელი, ნაზი და ფოთოლცვიაა.
თვალებს დაქარგულს შენს სამყაროში
რომ ჩამაგდებდა მე შემხედვარე,
ამოყვინთვა კი შეუძლებელი
საქმე ყოფილა, მივუხვდი მალვე! 
ტუჩების ფერი სიცოცხლით სავსე
მიწვევდა მისკენ თან გამეტებით,
მეც მოვიწიე,არ დავაყოვნე
და დავიკარგეთ გარს პლანეტებით.
კომენტარები (0)