0 33

დრო,ჩვენ,ტიტები.


ზურგს შემაქცევენ თეთრი ტიტები,
მაგრამ იქნები შენ ჩემთან გვერდით,
როგორც სხეულში,ისევე სულში,
და გავუყვებით ბილიკს ნაბიჯით.
მივაღწევთ სახლთან , ნაცნობი კარის
და შევაბიჯებთ როგორც უცნობნი,
შენ სითაკილე შეგბოჭავს თან და
მე კი დამახრჩობს ცრემლი სიმორცხვის.
მაშინ დავრჩებით ჩვენ ორნი მარტო,
კარებს დავრაზავთ,შუქსაც ჩავაქრობთ,
გვემახსოვრება ის საიდუმლო
რომელსაც მთელი ცხოვრება არ ვთმობთ.
სანთლის შუქს ფონზე ავაშრიალებთ
ფურცლებს ნაწერი წარსულის კალმით,
ფანჯრის რაფაზე დამდნარსა ღვენთებს 
აირეკლავდეს ეს სარკე ფალნით.
დროს თან მივყვებით, არ გვავიწყდება
ტკბობა და ვნება ერთურთის წამით,
თუ ყველაფერი გამოცოცხლდება,
მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი ღამით.
გაგვახსენდება წამიერ გრძნობა,
მომცველი ყოველი ფერის და განცდის,
ტიტების წასვლას რომ დამავიწყებს
შენი სურნელი ასული ცამდის.
კომენტარები (0)