ომს!
მიდი-მოდიან იქეთურები, აქეთურებსა ეომებიან, დავიწყებული ქრისტესი რჯული, იუდას სულით შემოეკვრიან. თორმეტი ვერცხლი შუბლზე აუკრავთ, გაუგონიათ ომი და ბრძოლა, მათსა ბელადებს გაახარებენ მაგრამ ამბობენ ღმერთებზე უარს. ისვრიან ტყვიას,როგორც არაფერს, დაუხუჭავი ბნელი თვალებით. დანას ურტყამენ თავიანთსა ძმებს სისხლში ამოსვრილ ცოდვილ ხელებით. მიაფურთხებენ სულში ერთმანეთს, მიწის სანაცვლოდ ღირსებას ცვლიან, თვითონ თუ არა, ის არ ადარდებთ მათი შვილები რომ მოიმკიან.
გიორგი გაგნიძე ადამიანი - 10.03.2022
ალადაშვილი თორნიკე პოეტი - 19.03.2022