0

ეჰ, რა დარდს იტევს გული საბრალო


ეჰ, რა დარდს იტევს გული საბრალო,
გულის სიღრმეში ძევს ბევრი გრძნობა,
არ მსურს ტკივილი სხვებსა ვაბრალო,
ალბათ ჩემივე არის შეცდომა. 

მიზეზი ამის იქნება ალბათ,
ხალხისა მიმართ ზედმეტი ნდობა,
გულს არ დააწვეს, უფრთხილდი დარდათ,
შეგეძლოს უმალ ბოროტის გმობა. 

თუმცაღა გულში არის სინათლეც,
ბზინვარე არის ვით იაგუნდი,
მას ეწოდება სიყვარული და
ეს არს მიზეზი სულ რომ არ ვდუმდი. 

დავდივარ მაინც გახარებული,
არა ვაჩვენებ ტკივილსა სხვათა,
დარდს სიყვარულ მაქვს დაფარებული,
ამ გრძნობითა ვდგავ მე დიდსა მთათა.

ნეტავ სწორია დარდისა მალვა?
მომტანი არის რაიმე კარგის?
რომ დაუბეროს სიბერის ქარმა
გულს ძალუძს თრევა ამდენი ბარგის? 

ვგონებ რომ მაინც სჯობს გულწრფელობა,
ყველა მალულის, ხილულად ქცევა,
ვფიქრობ რომ არის გულის მკველობა
ამ გრძნობით მისი მტკნარ წლისა მღვრევა.
კომენტარები (0)