ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
თვითძიება
საღამოს ცა, თავის განცდებს არ ამხელს. თითქოს, მალვით აკვირდება სამყროს. პოეტისფერ აზრთა მქმნელი კალამს ხელს, მოკიდებს, რომ სევდას მიწა აყაროს. ვით მხატვარი, სილამაზის ტრფიალით, ტილოს მოსავს, რათ გრძნობანი იხილოს, მე, ცოდვილიც, ფიქრთა გზად ხეტიალით ვწერ, რომ წერამ ბრმა თვალები მიხილოს. მზის ჩასვლა მე ვერ მომიკლავს იმედებს. მთვარის შუქიც რომ არ იყოს, რა უჭირს? თუ სამყარო ასე ძლიერ მიმეტებს, მხოლოდ მე ვარ ღირსება ამ საუნჯის. ყველაფერი, ჩემი ზღვიდან წვეთია, პირველწყარო, ყველაფრის არს მეობა. ამ აზრის ფერ არც თუ ისე მკვეთრია, თავდაკარგვის როს გაქვს მდგომარეობა. სიხარულის, ნეტარების ბილიკნიც, მტვრიან სარკის აწ და მარად წმენდაა, სინათლდება სიბნელე და სინდისიც, თვითძიება სულის ხსნისთვის დედაა. ცხოვრების გზა არ არს თავისთავადი, მისი არსი ჩემი წარმოდგენაა. მაშ რაღაა ჩემთვის აბა სხვა დარდი?! მხოლოდ ჩემში, თანაც ზეცად ფრენაა.