0 74

სულის ბრძოლა


შეღამებისას, როცა ცას მთვარე
და მიწას ბნელი აჩრდილი იპყრობს,
ჩემში მცხოვრები იდუმალ მხარე,
ნასევდ ციხიდან დახსნაზე ფიქრობს.

ზოგჯერ მოიცავს, მოურიდებლად
ჩემს ცას ღრუბელი გმინვის წამების.
მზეც გადიქცევა შემობინდებად,
დასასრულს ვხედავ მეც უკვდავების.

ეს უკუნეთი, მუქი გრძნობები,
სულის საზრდოთა ქრობას მიპირებს,
იმედმოსილი მე ვებრძოლები,
ამ ბრძოლის ჟინსაც გადაიბირებს.

მარადისობის გზებს მივუყვები,
სულში ბილიკნი , მისი, მკრთალია.
ამ სულისწყრომით, ვგრძნობ ვიღუპები,
ირგვლივ მრისხანე ქარიშხალია.

არის წამები, როცა ვიცვლები,
ჩემს არსებას მტრობს ამაოება,
ნეტავ თუ მიშველს მე ეს სიტყვები,
ან თუ მიშველის განმარტოება?!

იმედის კალმით, შევფერავ ფურცლებს,
ვერ უნდა მიპყრონ სევდის ქარებმა,
მარადი გრძნობით გული გაუძლებს,
ვერ დაამარცხებს მას მწუხარება!

გაცისკროვნების სიო დაჰბერავს,
ჩემს ზღვაში იფრენს ტრფობის ტალღები,
ვუბოძებ ჩემს გულს, მე შენს სატევარს,
ჭეშმარიტ გრძნობით ცად ავმაღლდები...
კომენტარები (0)