0 62

თვალები


თვალები, მხსნელი გულწრფელობისა,
სულის განცდათა გამომხატველი,
მასინათლებელ ყველა გრძნობისა,
რომელიც ჩემთვის არს სანატრელი.

ხშირად, სიტყვათა ღრმა ოკეანე,
ჭეშმარიტ ფიქრთა ბინდით მცველია,
თვალები, სულში მოხეტიალე
და სიცრუეთა შემმუსვრელია.

როცა, გულს სევდის ბნელი ტალღები
და სულს დარდის ხმა მოეფინება,
თვალში დადნება გრძნობის სანთელი,
და მისგან ფეთქავს ცრემლთა დინება.

რეალობაც ხომ, პირმშოა თვალთა,
ზოგჯერ, რომ ელის გასიზმარება.
სულს ცისარტყელის ეფარა კალთა,
გულმა თვალთაგან სთქვა მწუხარება.

სულს სურს შეგრძნება ჭეშმარიტების.
თვალებში მიხმო მისმა ფერებმა,
ვპოვე მათში ხმა ტრფობის დიდების,
ეს არის ჩემთვის ბედნიერება...
კომენტარები (0)