0 88

გზა ცხოვრებისა


მშვიდ გაზაფხულის მზისფერ საღამოს,
იდუმალ ფიქრით მე დავიბადე,
ვევლინე მიწას, დაუსაბამოს,
ვიხილე, მისი ბნელი სიცხადე.

ცით დანაბადი, სპეტაკი სული,
ჭირნახულობის ივსო ცრემლებით,
სიამტკბილობის ხმა გარდასული,
გულის ხმა შეკრთა, ღრმა აღელვებით.

აქ, მრავალხმოვან ქართა ხმა მესმა,
მრავალ ფერებში იქმნა დროება,
შემისისხლხორცა ადამთა წესმა,
სულს შეემოსა ამაოება.

გეტყვით, მრავალჯერ გარდავიცვალე,
უიმედობის მსდევდა მხედრები.
მაგრამ, არასდროს არ დავიცალე,
მე თვითძიებით გადავბერდები.

და რაც მკვდარია, უნდა დაინგრეს!
რათ ცას, ცოცხალმა სულმა შთაბეროს.
იგი, ვინც, მუდამ გულ-ხელს დაიკრეფს,
არს ღირსი, ბედმა გააცამტვეროს!

მე გავაგრძელებ წერას სიმართლის!
მსურს, სულს ვუბოძო, მე ნეტარება.
ბნელ სამყაროში, გზები სინათლის,
ვეძიო, ვპოვო გამოდარება...
კომენტარები (0)