ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
აქ, ჩემს სამყოფელს, მშვიდი ქარია...
აქ, ჩემს სამყოფელს, მშვიდი ქარია, სადღაც ჟღერს ალბათ სულ სხვა ჰანგები, სიკვილის გზად სვლაც კი მიხარია, იქნებ სიკვდილს აქვს დარდი ნაკლები, თვალებს ვხუჭავ და ფიქრად მეშლება, მე სინანულის ძველი წამები, სულში მომზირალს ღიმილს მესვრიან, ჩემი არსების ბნელი გვამები. ვეღარას ვხედავ ირგვლივ დიდებულს, ვეღარც სულს ვატყობ მე სინატიფეს, თაყვანს ვცემ გრძნობას შემობინდებულს, უძლური თავი, გულს რომ გადიფენს. ვგრძნობ არც რა დამრჩა მე იდუმალი, სულში ფერები ყველა მკრთალია, ზოგჯერ კართან დგას უცხო სტუმარი, ჩამქარლ იმედთა ნაპერწკალია. დაღამდა და მე კვლავ იგივეს ვგრძნობ, ისევ თან მსდევენ ბნელი ნისლები, მსურს ჩემი თავი რომ შევიმეცნო, მაგრამ მე მალე გარდავიცვლები.