0 46

შემოდგომისფერ განცდათა ღელვა


გამომეღვიძა როს სულს შეეხო, სიმკრთალე, მოკვდავ, ნაცრისფერ დილის,
ქრიან ქარები და ცას ცრემლი სდის, მესმის ხმაური მშფოთვარე წვიმის,
უდრეკ ხეებსაც სცვივა ფოთლები, აღარც ხმა ისმის მზის შეძახილის,
ადამიანი?! მრავალი სულით, ხანაც იცინის, ხანაც კი ტირის!
და შემოდგომის მეწამულ ფიქრებს, მე ვესახები თანაზიარად,
ეს ნორჩი სულიც მრავალ დარდს ითმენს და მაინც ვრჩები ადამიანად.
ვერას დავაღწევ თავს ბნელ დროებას, ამას მრავალი მოკვდავიც ნატრობს
და ქვეყნად ვძებნი მე სათნოებას, როგორც ცხვრის ფარა გულკეთილ პატრონს.
მე ველი მცირედს, შევნატრი წვიმებს, ნეტავ შევიგრძნო წვიმის წვეთობა,
არ ვმარხავ იმედს, მაგრამ ცრუ იმედს, იქნებ კიდეც სჯობს უიმედობა?!
მჯერა, მზის სხივი ამონათდება, გაიფოთლება ხმელი ჭადრებიც,
როგორც სიზმარი ზოგჯერ ცხადდება, ვგრძნობ, აცხადდება ჩემი ნატვრებიც...
კომენტარები (0)