ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
ასე მალვით და შეფარვით, მიილია შემოდგომა
ასე მალვით და შეფარვით, მიილია შემოდგომა, და შეიპყრო ეს მიდამო სიცივემ და თეთრმა თოვლმა. ვით ბუნება, ჩემი სულიც ზამთარივით გაფერმკრთალდა, და ცხოვრების გულისცემის რიტმიც სწორად არ ფეთქავდა. ჩემში ვპოვე მე სიზიფე და ვაგორებ მთად მე ლოდებს, და ნარჩენი სინატიფე, არ მსურს აბსურდს ძმად ელტვოდეს, ვინ მიბოძა მე ეს ტანჯვა, სულ წარსული მესიზმრება! და მომავლის სულგანაბულ, გზასაც მუდამ ენისლება. ამ გრძნობების უფოთლო ხეს, აღარ სტუმრობს დღეს ის ყვავიც, და არც ქარის ქროლვა არხევს, იმედების გამხმარ ყვავილს, ვერც კი ვხვდები ჩემს წიაღში რამ აღამა, რამ იფეთქა, და ვიფიქრე ეს თვითპოვნა, მე გზაბინდულს კალმით მეთქვა. სულნარევი მელნის კვალზედ, იქნებ ვეხსნა ამ ლაბირინთს, არ ეკედლოს მწუხარება, ჩემს არც ისე გულწრფელ ღიმილს. კი, წამს აქრობს მზის ამოსვლა, ბალახებზე იმ მტკნარ თრთვილებს მაგრამ სევდა, კარგ ამინდსაც, ვფიცავ, გააქარტეხილებს. ასე მალვით და შეფარვით, მიილია შემოდგომა, ვერ ვისწავლე, მებრძოლ სულმა, ტკივილებთან მეგობრობა, მე განვაგრძნობ მუდამ წერას, ვგრძნობ რომ იგი არას მავნებს, გავაყვავებ და მოგიწყვეტთ, ჩემს პოეტურ იასამნებს...