ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
დანისლული გულწრფელობა
ქუჩად მიმავალს, ხალხი მრავალ აზრებს მიმალავს, გულმოკლულთ სახეს შეფარვია ყალბად ღიმილი, წრფელი ფერების ხილვა, ქვეყნად უწყლო წვიმას გავს, ყველას ცრუ მზერით შეუფარავს სულის ტკივილი! კვლავ წინ მივილტვი და კვლავ ვუმზერ ლამაზ შენობებს, ვფიქრობ, ზოგჯერ რა მკვდარიც კი არს მშვენიერება, ვდრკები, და უმალ ფურცლად ვსახავ ჩემს გულწრფელობებს, წრფელ ტკივილს ვირჩევ, ვგმობ, სიყალბით ბედნიერებას. ვხედავ, რომ დღეს მშობელი შვილსაც არ იცნობს. ამ საარსებოს, ვგონებ მიჯობს დღე სიმარტოვის. ყოველი ცდილობს ეს სინათლე მუდამ დანისლოს და მარად ვხედავთ გულწრფელობას თვალთმაქცთ დათოვლილს. დღეს ვუმზერ ხალხს და ვგრძნობ, რომ ყველა სიმშვიდეს ნატრობს, მაგრამ ფარავენ სულში ნაფრქვევ, სევდის ვულკანებს, მაშინ იხილავთ საკუთარ თავს ნეტარს და სათნოს, როს შევიმეცნებთ, გულწრფელობა ხორცს და სულს არ ვნებს! ვწერ, მაგრამ ვიცი, ამ ჯოჯოხეთს ვერ ვქმნი სამოთხედ, განა აღზრდილა ბნელ ჭაობში იასამნები? არ დავნებდები, ეს ყინული თუნდ ზღვად ჩამოვდნე, არ მჯერა, რომ მე სულ უგზო-უკვლოდ დავიკარგები!