ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
გულს ვაზიარებ თებერვლის თოვას...
გულს ვაზიარებ თებერვლის თოვას, და მალულ გრძნობებს ვაწრთობ ფერფლებად, არ ვეწაფები წარსულზე გლოვას, მასში მომავლის შუქიც ბნელდება. გარეთ სიცივის სუფევს დიდება, ჩემშიც, მაგრამ სულს ნაპერწკალს ვატყობ, პოეტს, დარდი კვლავ შემეჭიდება, მაგრამ იმედებს ავირჩევ სატრფოდ. სულ ვუსმენ ქარებს და თან ვსდევ ღამეს, ჩემში ვპოულობ კოსმიურ ჰანგსაც, დაჭრილი ვიხვევ ღრმა ნაიარევს, და კვლავ ვაწყდები მხნედ დილის კარსაც. კვლავ ვეგებები ამ ბნელ განთიადს თან ვწერ, დავეძებ გზას თავის დახსნის ყოვლი შანსი ყოველ წამს მიაქვს რაც მარტში იყავ, ის არ ჰხვდე აპრილს. მუდამ წინ, წინ, და სიშორეც ვპოვე და ფურცლად ვტოვე კვალი სავალი, ვეღარ მაშინებს ვერც სიმარტოვე, თუნდა არ აღმოჩნდეს გარდამავალი. ვინ ვარ, ეს არც მე, არც არვინ იცის არც ზეცის რტო ვარ, არც მიწის ბინდი ჩემს გულში, ხშირად, სევდის ტყე იწვის და მას მე, კვლავ მე, გადავაწვიმდი...