ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
მე მეშინია...
მე მეშინია გაუცხოების, გაუცხოების, საკუთარ თავთან, ვარ თანამგზავრი ბნელი დროების, სადაც ცხოვრობენ საკუთარ გვამთან. მე მეშინია ბედნიერ წამის, არ მსურს გამიქროს კვალი გოდების, ზღვასთან ნაბრძოლი, მიმდგარი ნაპირს, იქ კვლავ სისხლის ღვრას დაველოდები. მე მეშინია ზოგჯერ იმედის, რომლის უკანაც, ხშირად არ რა დგას, მისით განცხრომა, თუნდაც მცირედით, ჩრდილში ზრდილ სევდას, მზესთან გადარგავს. მე მეშინია არყისფერ დილის, ნაფიქრალ ღამის კვალს რომ დაფარავს, როს არც კი იცი რა მოგგვრის ღიმილს, არც დუმილი გსურს, არც ტრფობ ლაპარაკს. მე მეშინია ვეძმო ზმანებას, და სულში ვიგრძნო ვით სინამდვილე, ილუზიებით ქმნილ უკვდავებას, მიჯობს სიკვდილი და სიმარტვილე. მე მეშინია განმარტოების, და ხალხთან ყოფნაც ძლიერად მაკრთობს ფოთლებად ვიქეც სევდის რტოების, მათ აღარც აწვიმს და აღარც ათოვს. მე მეშინია შურისძიების, და მიტევების არა მაქვს ძალიც, შვილი კოსმიურ პოეზიების, და ჩემს სულს არხევს ეს ქარიშხალიც. მე მეშინია ბედის ზეობის სული ესწრაფვის თავისუფლებას არა ვარ შვილი, მკვდრობის, ტყვეობის, ეს დღეც ამ ჰანგით გადიფურცლება. მე მეშინია აზრთა სიკვდილის, იქნებ ახლაც ვწერ ბოლო სტრიქონებს და მტკიცედ მჯერა, სადღაც, ოდესღაც, ვინმე, სიმართლის ხმად მომიგონებს.