ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
მე გრძნობებისა ვარ უდაბნოში
მე გრძნობებისა ვარ უდაბნოში და სიყვარულისა მაქვს წყურვილი, დიდი გრძნობისგან დატოვილ გონში, შემომრჩენია მე სიძულვილი. თუმცა არა, მას გულთან არ ვუშვებ, რადგან, იქცევა უმალვე შხამად, და თუ მიაღწევს უკან გავუშვებ, სიყვარულს ვაქცევ მხოლოდ ჩემს წამლად. მაგრამ არაა თვით სიძულვილიც, ყოველთვის, ყველგან გადასაგდები, ბოროტებასთან, მისა გარეშე, შენც ბოროტებად დასამარდები. საფლავზედ, ზეცა დაიწყებს თოვას, სიკეთისფერი მოჰფენს მას ნათლეს, ბოროტის კვლისთვის ნუ იწყებ გლოვას, სიკეთის ქმნითა უნთებ მას სანთელს.