ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
თავისუფლება
მე ლექსად გეტყვით ჩემს სათქმელს, არ დავიზარებ შრომასა, იქნება თავისუფლება, ეღირსოს ჩვენსა მოდგმასა, თავისუფლება არა გვაქ, ეს იწვევს გულის წყრომასა, გვიხშობენ მისწრაფებასა, გვიკლავენ ჩვენსა ნდომასა, ჩვენი კი ვუყურებთ წყნარადა ჩვენი ოცნების დნობასა. სულ ერთ წრეზედა ვტრიალებთ როგორც სჩვევიან ბორბალსა, თქვენი ქმედება მე მიქრობს, მშვენიერ გრძნობას, ნდობასა, თქვენს თვალწინ ყველაფერს ხედავთ, მაინც იბრალებთ ბრმობასა, ნებითა მტრობა გიჯობდეს ძალდატანებით ძმობასა. მონისა სიცოცხლისაგან რით განასხვავებ მკვდრობასა? იგია თავისუფლება, რომ მიჰყვე შენსა ნებასა, თუ ამისთვისა არ იბრძვი, არ იმსახურებ ქებასა. ჯერ ეს არს გაუგებარი, ეს იწვევს ცრემლის დენასა, თუმც მე ვაგრძელებ ბრძოლასა, არ ვიდებ გულში წყენასა.