0 112

კაცი ბედს ქმნის


მღელვარებით ვარ გულანთებული,
ათასი ფიქრი მევლება თავსა,
მხოლოდ ერთია განათებილი
და ამ ლექსითაც გადმოგცემთ მასა.
რომცა აუგო დიდი მწვერვალი,
მაინც გადაჰკვეთს ამ მაღალ მთასა,
მართალ რომ არის სწორედ იმიტომ,
არ უშინდება სეტყვას და ქარსა.
მე ვამბობ იმას, რომ კაცი ბედს ქმის
და არა ბედი უკუღმა კაცსა,
ვინაც ამასა სხვაგარად ხედავს,
არ ვეთანხმები მე აზრსა მათსა.
არ შეისწავლის საქმეს ძირიდან,
არ დაფიქდება ნაბიჯის წინა,
გაუაზრებლად მუხლს რომ მოიკვეთს,
თავს დაიმშვიდებს რომ ბედმა სძინა.
რაც გიწერია არ აგცდებაო,
წარმოთქვავს თითქოს სხვის იყო ნება,
არხარ ვაჟკაცი, გიწოდებ ლაჩარს,
ქმედებას უნდა პასუხის გება.
ეს სიცრუეა, სიცრუე გესმის?!
შენსა ცხოვრებას, შენით, თავად ქმნი,
მსურს გაქარწყლება შხამიან გესლის,
ეს ყველაფერი მხოლოდ ამად ვთქვი.
კომენტარები (0)