ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
ჩემი ფიქრები
ღამის სიზმარში გახვეულა ჩემი ფიქრები, ძილში მიტევენ, გამალებით მოტრფიალენი, მოკვეთილი მაქვს აი სწორედ , აი ის ფრთები, რომ მაფიქრებდა კაცნი იყვნენ გულმოწყალენი. ზოგჯერ კარგია ღამღამობით სიზმართა ხილვა, ზოგჯერ კი მიჰგავს, ჩაბნელებულ, უკუნეთ კოშმარს, მე ვერ მომწვდება, ვერ მომწვდება, ვერასდროს გმინვა, ვერცა იხილავთ ჩემს სახეზე ტკივილით ოხვრას. პოეტისფერად შევაფერადებ წამოსულ ფიქრებს, შევაფერადებ და მხოლოდ ისე გადმოვცემ ლექსად, პოეტის სული გამალებით ზეცაში იფრენს, ჩემი სიტყვები ზოგს ეჩვენება შხამიან გესლად. ალბათ გგონია, მკურნალია თვით დრო ყველაფრის, ალბათ გგონია, დროის გასვლა ბნელეთს ანათებს, მე კი მგონია, ის წამალი ვერ არს ვერაფრის, დრო გადის, გადის და მგრძებარე გულს სევდას ამატებს. ვგონებ რომ მაინც, მაინც, ძალგიძს სევდის გაფანტვა, ვით გადაპნევა ღრუბლიან ცაზე ქარსა ღრუბლების, მე კი მსურს, ჩემი ლურჯი კალმით ამ გზის დახატვა, შეფერადება, ამ სტრიქონებით თეთრი ფურცლების. ვარ შეპყრობილი მდუმარებით და ვუსმენ სიჩუმეს, სიჩუმე იწვევს ჩემს გონებაში ფიქრთა აღრევას, ჩემი სინდისი თუ რომელიმეს წრფელად ირწმუნებს, ვეღარ დავუშვებ ჩემს სიცოცხლეში გრძნობის ამღვრევას.