0 73

მზე თვალს მოშორდა


მზე თვალს მოშორდა, 
დრო დგება მთვარის,
სიბნელეს ვხედავ ამ ცივი ღამის,
დარდიც მომშორდა,
მივეცი ფიქრებს,
ფანტაზიებით ავივსე ლამის. 

ძილს მივეცემი, ვიხილავ სიზმარს,
დაველოდები დილას, გათენდეს,
გრძნობებს გადავშლი, 
სიმართლე იქმნას,
ტყუილთ მოკლული,იქნებ გამთელდეს. 

ჭეშმარიტების ძიებით აღვსილს,
სიმართლის ცოდნა დიდად მწყურია,
გავწმენდ მის წყაროს,
ტყუილით დასვრილს,
სიმართლე ჩემი საგანძურია. 

აი, თენდება, მზის სხივი ჩნდება,
მეალერსება სახეზე თბილად,
ღამის განცდილი გრძნობები ქრება,
გული იქცევა დახურულ ქილად. 

თუმცა ცაზედა შემოყრილიყვნენ, 
შავი ღრუბელნი, გვავსებენ წვეთით,
შავი სამოსით შემოსილიყვნენ
და გრძნობებიცა წამოდგნენ მკვდრეთით. 

ნეტავ რა არის ჭეშმარიტება?
კვლავ გატაცებულ ვარ მე ამ ფიქრით
ცხელი მზის სხივიც, გადაცივდება,
მთვარე და ყინვა შესდგება წიხლით. 

ეს დღეც გავიდა უშედეგოდა,
ვერა, ვერ ვპოვე სიმართლის კვალი,
სინათლე უმალ დაბნელდებოდა
ვერას იხელდა მაშინა თვალი. 

და კვლავ მზე თვალსა მოშორებოდა,
დრო დამდგარიყო ხილვისა მთვარის,
დარდიც უმალვე მომშორებოდა,
ფანტაზიებით აღვსილვარ ლამის.
კომენტარები (0)