0 66

ყველაფერი, ხომ, არის სასრული


ყველაფერი,ხომ, არის სასრული,
სასრული არის თვით უსასრულოც,
გულში ვიგრძენი დარდის ნასროლი,
მსურს ამ გრძნობამაც მარტო დამტოვოს. 

როგორც არ უნდა განძელდეს ესაც,
მე მაინც დავძლევ ამ დიდ ქარტეხილს,
გულს თუ გამიტეხ, გუშინ და დღესაც,
არა დავტოვებ მე მას გატეხილს. 

ყველაფერი ხომ არის სასრული,
სასრული არის მარადისობაც,
პატარა ვარ თუ უკვე ზრდასრული,
მე ეს ვიგრძენი და ვწერ მიტომაც. 

სასრული არის ყველას დიდებაც,
არა დარჩება ის უსასრულოდ,
სიძველე იგრძნეს დიდმა ხიდებმაც,
ნუ ხდი დიდებას სასიქადილოდ. 

სასრული არის მთელი სამყარო,
თუ ცოდვით განვლე შენი ცხოვრება,
მოინანიე ფარხმალ არ ყარო,
იქნებ გეღირსოს სულის ცხონება.
კომენტარები (0)