ალექსანდრე გავაკეთაშვილი
სტუდენტი
სავსე მთვარე
ღამით გარეთ მდგარი, ზეცას შევღაღადებ, ზეცის კალთა იტევს ლამაზ სავსე მთვარეს, სიბნელე აღარ არის და მეც ვერ ვანათებ, მისი შუქი დაჰკრავს ირგვლოვ არემარეს. ვდგავარ მე მდუმარე, ლექსით შემოსილი, და ყურს ვასმენინებ ქროლვას მშვიდი ქარის, ნაფიქრალ გონებით სტროფში გრძნობებს ვაქსოვ, ირგვლივ დაღამების მკრთალი ბინდი არის. უცებ გონებაში სიტყვამ გამიელვა, მისი გაგებისას, მაშინ და მე უფრო, ცნობისმოყვარებით დიდად შეპყრობილი, მსურს მის, მრავალის მთქმელ აზრებს დავეუფლო. სიტყვამ იბრწყინა და ყურში შემომძახა, თქვი რისი თქმაც გინდა და არ მოგერიდოს, ჩემმა თვალებმა კი ღამით დღე რომ ნახა, გულიც გამიბრწინდა მე ამ მომენტის დროს. კვლავ ზემოდან მიმზერს, ლამაზ ელვარებით და მაჩვენებს ღამით თავის ლამაზ მხარეს, მიმზერს ზემოდან და მავსევს მღელვარებით, ლექსებს ვწერ და ვეტრფი ლამაზ სავსე მთვარეს.