0 81

თავში რომ მივლის, ის ფიქრი...


თავში რომ მივლის, ის ფიქრი,
მსურს, რომ, გადმოგცეთ ენითა
ხელში მიჭირავს კალამი
და ვწერ მარჯვენა ხელითა,
ვგონებ რომ დაავადებულ,
ვართ ჩვენ უკურნი სენითა,
ამ სენსა მე გამოსახავ
ფანატიკური რწმენითა.
გააზრებული არც კი გაქვთ,
მხოლოდა იცით სმენითა,
ღმერთი ,არც იცით რა არის
და ცხოვრობთ აღმაფრენითა,
მის რწმენას გამოხატავთა
ლოცვით და საკმეველითა,
აივსო რწმენის ადგილნი,
ქურდბაცაცით და მკვლელითა.
ამას რომ ვამბობ ზოგ-ზოგი,
მას ხვდება კბილთა ღრჭენითა,
მიპასუხებენ ალბათა,
ურცხვი სიტყვითა, კბენითა.
თუმც მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს
ლექსით და ენით ჩემითა.
ისე არა ვარ მე დიდი,
არ მისწავლია ბრძენითა,
თუმცა სისწორე აზრისა,
არა ფასდება მთქმელითა.
რწმენა უფლისა გვაჩვენო,
უნდა საქმითა შენითა,
უნდა ამატო სიკეთის,
ფენას, სიკეთის ფენითა,
იცურო უნდა უფლისკენ,
მარადისობის გემითა.
კომენტარები (0)