0

როცა ცას ვხედავ გადათენებულს


როგორ მახარებს, როცა ცას ვხედავ გადათენებულს,
განვიცდი გრძნობებს, მე, მზის სხივთა
გასხვაფერებულს.
ზოგი წერს აზრებს, თან მრავალგზის
გადამღერებულს,
მე ალბათ დავწერ, მათ, ჯერ რომ ჰგავს გადაბნელებულს. 

დილის აჩრდილი რომ დააბიჯებს
მედგერად მიწაზე,
მე ჩემს ნააზრევს მაშინ ვსახავ გულის ფიცარზე
და თუ მომისმენ, არას გაწყენს,
იქნებ წაგადგეს,
ზოგჯერ მეც ვხედავ, უფრო მეტსაც   თავად მისანზე.

დილის ქარი ქრის, ქრის და ხეებს არხევს ძლიერად,
ხის ტოტებიდან მოწყვეტილად
ცვივა ფოთლები,
შენ წინ იარე, წინ იარე, წინ, ღვთისნიერად,
ქარს გაატანე თავისუფლად გულისმოთქმები.
კომენტარები (0)