0 95

ვაჟას


ირგვლივ დაბნელდა, დაღამდა,
მსურს თენება ამ ღამისა,
ვფქირობ, თან დავწერ ლექსადა,
მე რომ თქმა მინდა ამისა.
მსურს დავაფასო ამ ლექსით,
ნიჭი, დიდ მგოსან კაცისა,
გამოხატვა მსურს მის მიმართ,
სიყვარულის და დარდისა.
გენიალურო მგოსანო,
ამოხელო ბრმისა თვალისა,
მგოსანო მაღალი მთისავ
თუმც საყვარელო ბარისა.
შენ შეჰქმენ ქეთელაური,
სასრული მტრული წამისა,
დღესაც კი ზოგი კაცისთვის,
ღმერთად ხარ ქცეულ ლამისა.
ენა რომ დაუწუნია, შენთვის,
გენიოს კაცისა,
ვერა ვიჯერებ დღესაცა,
რომ კაც არს მთქმელი მაგისა.
დიდებულ პასუხ გაეცი,
ბარისა მგოსანს აკაკის,
გააზრებაა საჭირო,
ჩვენზე შენისა ამაგის.
წაკითხვა შენი ტექსტების 
ტვინში მატება ბარაქის.
ბახტრიონ, გველის მჭამელი,
დაწერილ არის ღატაკის.
დარდით იყავი სავსე და
არა გიხსნიდა დანა პირს,
ადრე წაგიღო სიკვდილმა,
ადრე ჯერ პატრა ასაკის,
მშვიდად იძინე მგოსანო,
მგოსანო აწ და მარადის.
კომენტარები (0)