0

თავის შეცნობა


მსურს, აზრთა ქარიშხლით
გარშემორტყმულს თავის შეცნობა.
მინდა გავიგო, მე, ამ ქვეყნად საერთოდ ვინ ვარ.
გრძნობის იმპულსი წარსულიდან ალბათ მეცნობა,
და არც კი ვიცი ამ ცხოვრებაში რამედ თუ ვღირვარ. 

მაქვს სამყაროში, ნეტავ რამე დიდი ადგილი?
თუ წარმოვადგენ მისთვის მხოლოდ პატარა წერტილს?
ამაზე ფიქრით ზოგჯერ მე ვარ ძლიერ დაღლილი,
პასუხს კი ვიცი, ისევ ჩემი გონება მეტყვის. 

არა, მე არ მაქვს სამყაროში რაღაც ადგილი,
ჩემი არსებით თავად მე ვარ მთელი სამყარო,
ვარ მეობისა მიწა-წყალზე რაღაც მარგილი,
ყველა შენშია, არ მოძებნო რაღაც სხვა წყარო. 

ყველაფერი ვარ, თავიც მე ვარ და თანაც სხვა ვარ,
მზის სხვიცა და მთვარის შუქიც 
ჩემი ფიქრია,
წვეთი ვარ ზღვიდან, თან, ამ წვეთში უშრეტი ზღვა ვარ,
ღმერთიც, ხომ, მე ვარ, ეს უამრავჯერ გამიფიქრია.
კომენტარები (0)