0 65

ოდესღაც ქვეყნად


ოდესღაც ქვეყნად, წარმოთქმულ იქნა მათეს სიტყვები.
ხალხისა ხსნისთვის წარმოიშვა ეს ქადაგება.
დაივიწეს და არ შეიმეცნეს მათ ეს სიტყვები.
უკუნეთს უკვე ვეღარას შველის მზის 
განათება. 

განა ვერ ჩანდა, ან რთული იყო მისი გაგება?
რად ვერ მოუკლა მათ წყურვილი ამ წყარომ წმინდამ?
მრავალმა სცადა სიმართლის გზის
ხსნისთვის დაგება
და მაინც ავსეს ეს სასმისი მოწამლულ ჭიდან. 

ოხ ასეთია, ადამიანის მხდალი ბუნება,
ნათელს აჩვენებ, ის კი მაინც ბნელს ირჩევს მოძმედ.
შეისისხლხორცებს, უკუ ვერ აგდებს
თუ ჩნდა ცდუნება,
ჩემ თუ არ გჯერათ, მოუსმინეთ, ქრისტე
მყავს მოწმედ. 

ორ ათასწლეულ განვლილია ეს ნეტარება,
მაგრამ სიციცე, უსახური, დრომ ვერ გაათბო,
შესაბრალია ეს ყოველი, მეც მებრალება,
შენ შემოგხარი, შენ, ოცნებავ გულით ნანატრო. 

მაგრამ გვიანი როდის არის? არა, არასდროს,
დრო მუდამ არის ამ განათებულ ჭეშმარიტების,
ფარხმალს ნუ დაყრი, ნუ დანებდები ღმერთი ამას გმობს,
თუნდაც ვერ ჰპოვო ძალა იმედის, ვერც განდიდების.
კომენტარები (0)