0 82

ღამის სევდა


ღამეა და ვარ მარტოდ, ეული.
ვგრძნობ რომ შემიპყრეს ძველმა დარდებმა.
გულის სიღრმიდან გრძნობა წყეული
ბედნიერებას სევდად ფარდება. 

დარდის წუთები დროს ღამით მოაქვს,
როს სამყაროს ჰპყრობს გადაბნელება.
გულის ზღვას ეკვრის სევდის ტალღები,
ნეტავ თუ უშველს გადათენება?! 

თავი ფიქრს მივეც და ამ ფიქრებში,
მსურს ვპოვო ნება იმედის შობის.
გულს რომ ეფარვის იმ მუქ ნისლებში,
შევძლო გაფანტვა დაწყვევილ გრძნობის. 

იქნებ სიკეთის მარცვალთა შორის,
ცოდვის მარცვალთა დავტოვე სივრცე,
მაშინ  შემიპყრობს მსგავსება ძრწოლის,
არც ნეტარება, მე სევდა ვიგრძენ.

ცივ ოთხკედელში ვით პატიმარი,
ჩემს გულს დარდი და იმედიც ჰმონებს
გულის კიდეზე ცით ნაწვიმარი,
სევდა ადიდებს ჩემს გულის მორევს. 

ეს შინაგანი, გრძნობის ნახატიც,
პოეტისფერად შევაფერადე,
ცნობიერების ზღვაში ვატარე,
ჩემი აზრები მარად რწმენამდე. 

აზრთ და გრძნობათა მშვიდი დინებით,
ვცადე მეფანტა ეს ღამის სევდა.
გულამღვრეულმა და თან იმედით,
გავწიე ფარდა და გამითენდა.
კომენტარები (0)