0 70

რა არის არსი პოეზიისა?


რა არის არსი პოეზიისა?
რა არს ამ ქვეყნად პოეტის ვალი?
როს შევიგრძენი სურნელ იისა,
გამისინათლდა ბინდკრული თვალი. 

კაცი პოეტი დატენილ თოფს ჰგავს,
გრძნობა და სიტყვა არს მისი ტყვია.
ოღონდ ეს ტყვია კაცს განა მოჰკავს,
გულს ხვდება, სული განწმენდილია. 

ძლიერ ვაფასებ იმ ლექსის მწერალს,
ვინც თვის განცდათა მორევში გვითრევს.
ტაეპს მიაბჯენ ანთებულ მზერას,
და შენი არსი ცად შორის იფრენს. 

ღვთისგან ბოძებულ ნიჭია ნეტავ,
ჰქმნა აზრებისა რითმულ სტრიქონად?
მე ასე არ ვთვლი, ამის თქმას ვბედავ,
თუნდ მიმიჩნიონ უღმრთოდ, პითონად. 

ჩემს გონებაში ფანტულ ასოებს,
თავს ერთად ვუყრი და გავასიტყვებ.
გადის ხანი და თან ვსდევ ამ დროებს,
ცეცხის ალს ეკვირს ეს ლამაზი ტყე.
კომენტარები (0)