0 75

გადაქარვება წარსულზე დარდის


ნისლი ჩამოწვა მრავალთა თავში.
სხივნი ვერ ლახავს მას მზის სინათლის.
ნამდვილს ვეღარ ვცნობ, უამრავ აზრში,
სირთულედ იქცა თქმაც კი სიმართლის. 

დაჰხატავს სიო, ღამის ბნელ ცაზე,
იმ ჰანგთა ჟღერას, სულს რომ აშფოთებს.
გრძნობა უხილავ, ნათელს მფენს თვალზე,
მსურს წარსულში ფლულ სევდას აქრობდეს. 

შეცვლა წარსულის, არ ძალუძს არვის
და მასზე დარდიც, ჩემგან შორად ვლის.
როგორც წვეთები ბობოქარ ტალღის,
დარუთვლელია შანსნიც მომავლის. 

არა, მე არ მსურს, შევტრფოდე წარსულს,
მინდა მომავლის იმედი მქონდეს,
ტყუილის ვებრძოდე, ვართმევდე მას სულს,
ჭეშმარიტების ნიავი ქროდეს. 

მრავალ განსაცდელ წარსულშიც ქმნილა,
ალბათ შემხვდება მომავლის გზაზეც.
მაგრამ მე იმედს მტარებელ გმირად,
ვიქეც და ვაქრობ განსაცდელთ ცაზეც.
კომენტარები (0)