0 103

ანარეკლი


სარკის წინ ვდგავარ, და კრთობით ვუმზერ მე ჩემს ანარეკლს.
თითქოს აღარ აქვს, ჩემს მეობას კვალ წარსულისა.
ვუმზერ და მიმზერს, და ორივე ვამბობთ არაფერს,
ვეღარც კი შევცნობ, ანარეკლ არს სპეტაკ სულისა? 

სარკეში ხილულ, ანარეკლად გარაქმნილ შენს თავს,
წამსვე გააქრობ როს ამ სარკეს ფარდას აფარებ,
მაგრამ თუ ჰპოვე, შენი თავი სადც თვალ ვერ ხედავს,
აწ მარადიულ ნეტარებას სულ თან ატარებ. 

ცხოვრებაც რაა? ხანგრძლივ დროით
სარკეში ხედვა.
რათ საკუთარი ბინდმოსილი თავი იხილო.
უკუ რომ აგდო ყველა ტანჯვა, რაც მოგცა ბედმა,
ცხოვრების სარკით თვითნაპოვნმა, ზეცად იფრინო. 

მე მივუყვები უშიშრობით, სარკის დინებას.
რაც ანარკლში მარტივ იყო, ახლა რთულია.
ცხოვრების სარკით შენი თავის შეძლებ მხილებას,
ის რაც გეგონა რომ იყავი, აწ წარსულია.

და მეც ვწერ იმას, რასც ჩემი სარკე 
ჩემგან ირეკლავს,
ჩემს ოკეანეს გიზიარებთ მე მტკნარ წვეთებად.
გულს ვაძლევ იმედს, რომ თქვენს ფიქრში ვტოვებ მცირედ კვალს,
რომ გაგრძნობინებთ ამ სარკით თავს მოკვდავ ღმერთებად.
კომენტარები (0)