0 68

მე ვიწვი ჩემი შემოქმედებით


მე ვიწვი ჩემი შემოქმედებით,
მელნად ქცეული ვეზიარ ფურცელს.
სტრიქონნი სავსე ძველი ვედრებით,
ვით სულს მზირება, სევდიან უმზერს. 

ჭეშმარიტების წყურვილი მახრჩობს,
მსურს ამ ტყუილთა გასიმართლება.
წვეთიც კი კმარა სიმართლის წყაროს,
რომ ბნელეთს ეხმოს გასინათლება. 

გრძნობა, ნაბოძი ცისქვეშეთიდან,
პოეტისფერი ცეცხლის წვით იწვის.
წვიმისას იმედ კრთის წვეთებიდან
და მკვიდრად ვრჩები ჩემისებრ მიწის. 

და რაა რთული, უფრო ამაზე?
გქონდეს სევდა და გულში მალავდე,
მაგრამ, ბედნიერ ამ ქვეყანაზე,
ძალგიძს, რომ იყო, სევდას ზარავდე. 

ცანი ზნეობის, გადაფერმკრთალდა,
თითქოს, ემოსა ცოდვათა ბინდი.
მე ჩემს თავს ვაქცევ აზრთა ღმერთადა,
ცოდვათ სიბნელეს მზედ გარდავქმნიდი. 

მე ვიწვი, ჩემი შემოქმედებით,
მელნად ქცეული ვეზიარ ფურცელს.
სტრიქონნი სავსე ძველი ვედრებით,
ვით სულ მზირება სევდიან უმზერს.
კომენტარები (0)