0 25

ღამეთა ბნელი სახეები


ღამეთა ბნელი სახეები მიწისფერ კანით,
ოთახის სარკმლის მიდამოდან ჩემს თვალს ევლება.
თეთრი ფურცლების გადაღებვა იისფერ კალმით,
გრძნობა რომ ჰხატონ ასოებმა, არა ცრემლებმა.

ბინდმოსილ არეს ქართა ქროლვის ხმაც ამუქფერებს,
სიცივე გარეთ, მაგრამ იგი განა გულშია,
გრძნობა, ის გრძნობა კაცს ცხოვრებას რომ გაუძნელებს,
წარსულ შეცდომის აწმყოსმტანჯველ სინანულშია.

არა, არ მაძლევს, თავი ჩემი, ნებას არ წერის,
მაგრამ, თან ვფიქრობ, ვარ კი ღირსი ვინმემ მიკითხოს?!
ჩემგან ქმნილ სტროფნი რაა გარდა, სულის აღწერის?!
ჩემს ცოდვილ სულზე სხვა ცოდვილმა რატომ იფიქროს?!

ზოგჯერ, შევნატრი ამ ცხოვრების გადასიზმრებას,
იქნებ კიდეც სჯობს, რომ ყოველსა არ ეარსება.
ამ დროს ვიხსენებ, ჩემი არსის ნეტარ მიზნებსაც,
და ვხვდები, და ვცნობ, რომ კვლავაც ღირს ამ წყლის ავსება.

პოეტის სული, ჩემში მუდამ შობს ხმას იმედის,
და ტკივლის ხმაც, ჩაჩუმდება, აწმყო ინათებს.
მომავლის გზაზე ძალგიძლს წერა სწორედ იმ ბედის,
თავის მძებნელი, თვით მეს მპოვნი, კაც რომ ინატრებს.
კომენტარები (0)