0 51

სამშობლო


ჩემს პოეტურ სულს, მრავალ ფიქრში მედგრად გამოვლილს,
სურს რომ ადიდოს, ის რაც ბევრჯერ განდიდებულა,
მე ჩვენს სამშობლოს, მრავალ ჭირში მედგრად გამოვლილს,
ვლოცავ, ჩემს გულში ტალღა მისი ადიდებულა.

ჰე საქართველოვ, დალოცვილო ღვთისა ძალისგან,
მრავალგზის ბნელო და მერე კვლავ განსხივებულო,
ერთს ვითხოვ მხოლოდ, ცოდვითმოსილ ჩემი თავისგან,
რომ შევძლო, ძალი მქონდეს, სულ გიერთგულო.

ერთადერთი ხარ, ვით მშობელი ღვთისგან ნაბოძი,
ცხრა თვე დედიკომ, შენ კი მარად ზურგით მატარე,
მე შენს ცოდვილ შვილს, გულს მექნება სისხლით ნაძოძი,
მანამდის, სანამ შენი კარგით არ გამახარებ.

დღეს ძლიერ გიჭირს, მტარვალთაგან ხარ მიწაკარგული,
მსგავსსა ამისას, წარსულის დროც მრავლად მონახავს
ჩემს ქართველობას, იმედი აქვს გულზედ ქარგული,
ის იმედი, რომ ვიხილავთ შენს ნათელ მომავალს.

ჰე საქართველოვ, ვარ ამაყი, შენ რომ გეკუთვნი,
რომ მასაზრდოვებს ჩემში მყოფი სული ქართული,
დაგემონები, მუხლ მოდრეკვით ღმერთსაც შევუთვლი,
რომ მინდა ვიყო აწ და მარად შენგან მართული.

დღეს რომ სიტყვას ვქმნი, შენს ენაზე ჩემო ქვეყანავ,
ლექსსაც რომ გიწერთ საუკუნოდ ქმნილი ანბანით,
საქებარ სიტყვაც და ეს დარდიც გულზე მეყარა,
ქართველნო, ძმანო, მუდამ იყავთ ერთად დამდგარნი.

ვადიდოთ ყველა, ვინც ქვეყნის არს სახე უცვლელი,
შოთა, აკაკი, დიდი ვაჟა, მამა ილია,
ვახტანგი, თამარ, მეფე დავით გარდაუცვლელი,
ერის წინაშე, მათგან ყველა დიდი გმირია.

ქართველო ერო, სამშობლო გვყავს მტრისგან სახსნელი,
ვიბრძოლოთ, მოვკვდეთ, ღირსების ხმა ვუბოძოთ ჩვენს ძვლებს,
რათ ჩვენ ყველანი, ქვეყნიდან ვართ ადრე წამსვლელი,
დაე აღვზარდოთ, ქალნი, ვაჟნი, ვინც ამას შესძლებს.

და გაუმარჯოს საქართველოს, წილხვედრს ღვთისმშობლის,
დრო დადგეს მსგავსი ძველად მყოფი ოქროს ხანისა,
ვიტყვი სალოცავს, სულით ქართველ მე იმ დიდ მშობლის,
ვინაც შვილებს ზრდის, ვითა მსგავსებს ქვეყნის ფარისა.

ამ სასმისს შევსვამ, სიყვარულით ჩვენი ქვეყნისა,
ჩემი სიტყვებიც გულიდან არს ლექსად შექმნილნი,
ვიყოთ სამშობლოს მცველნი, მდევნნი ქრისტე ღმერთისა,
ბოროტს ვერიდოთ, აწ და მარად შევქმნათ კეთილნი.
კომენტარები (0)