0

ნაგავი სოციალიზმი


ჩვენს ისტორიაში დადგა მომენტი, როცა სოციალისტურმა იდეებმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ფართო საზოგადოებაში. ის ერთგვარი სენივით მოედო მსოფლიოს და ბევრი ქვეყნის პოლიტიკაზე იქონია გავლენა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეოლოგიას ძალადობის, შიმშილის, გაღარიბების, ხალხის დამონების გარდა სხვა შედეგი არ მოუტანია და ყველა მისი დანერგვის მცდელობა კრახით დასრულდა, მაინც არსებობენ ადამიანები, რომელთანც კვლავ სჯერათ ამ სისტემის. 
  
სოციალიზმი რომ არ მუშაობს ეს ემპირიულად დამტკიცებულია. თუმცა, ვისთვისაც ის ფაქტი არასაკმარისია რომ ყველა სოციალისტური ქვეყანა დაიშალა და მაინც აქვთ ამ სისტემის იმედი, მათთვის შევეცდები ავხსნა თუ რატომ არის სოციალიზმი მონობაზე დაფუძნებული და რატომაა მისი  ხანგრძლივი მუშაობა შეუძლებელი.
ცხადია ამ საკითხზე საფუძვლიანი მსჯელობა ძალიან დიდი დროს წაიღებს. ამიტომ, მხოლოდ რამოდენიმე საკითხს შევეხები.
   
  სოციალიზმი არის ეკონომიკური სისტემა რომლის დროსაც კერძო საკუთრება სრულიად გაუქმებულია. კერძო საკუთრების არ არსებობა ბევრ პრობლემას წარმოშობს, პირველ რიგში კი, ის, თავისუფლებასთან სრულ დისონანში მოდის. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ, სოციალისტურ ქვეყნებში განსხვავებული აზრი ყოველთვის იდევნებოდა და სიკვდილით სჯიდნენ ან ასახლებდნენ იმ ადამიანებს ვინც სახელმწიფო დოქტრინას არ ეთანხმებოდა. ეს სოციალიზმის განუყოფელი ნიშანთვისებაა, რადგან ნებიმიერმა ადამიანმა რომელსაც აქვს განსხვავებული აზრი, შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას  მის ფუნქციონირებას. 

დავესესხები ფრიდრიხ ჰაიეკს და ვიტყვი რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე დიდი გარანტიაა. სოციალისტური სისტემა კი იმგვარ დამოკიდებულებას იწვევს სახელმწიფოზე, რომელიც მონობისგან ძნელად თუ გამოირჩევა. სრული სიმართლეა ის, რომ, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს. ამის დასამტკიცებლად საკმარისია 1933 წელს უკრაინაში მასობრივი შიმშილობა, ე.წ "ჰოლოდომორი", რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ მოვლენას გენოციდიც შეიძლება ეწოდოს, რომელიც ზოგიერთი ქართველის საყვარელი ადამიანის, იოსებ სტალინის მიზანიმართული პოლიტიკის შედეგი იყო. 

როდესაც სახელმწიფო ეკონომიკას აკონტროლებს, ის არ აკონტროლებს ადამიანის ცხოვრების ერთ- ერთ სექტორს, ის აკონტროლებს მთელ მის ცხოვრებას. განა თავისუფლებასთან
რამე აქვს საერთო იმ სისტემას, სადაც სახელმწიფო წყვეტს თუ სად უნდა იცხოვრო,სად უნდა ისწავლო, რა უნდა ისწავლო, სად უნდა იმუშაო, რამდენი უნდა იყოს შენი ანაზღაურება, რისი ქონა უნდა შეგეძლოს, როგორი სამოსი უნდა იწარმოოს, რა უნდა მოიხმარო და ა.შ.
  
სოციალიზმი ადამიანის ბუნების საჭინააღმდეგო იდეოლოგიაა რადგან, ადამიანებს აიძულებს, იშრომონ საერთო მიზნისთვის რომელსაც მათ სახელმწიფო დაუდგენს. რეალურად კი ადამიანებს სხვადასხვა სურვილები და სხვადასხვა მიზნები აქვთ.
 
  კერძო საკუთრების და ასევე საბაზრო ფასების არ არსებობა, ქმნის პრობლემას, რომელიც არის სოციალიზმის უდიდესი ნაკლი მრავალ ნაკლს შორის. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ იმუშავა სოციალიზმმა ვერსად და რატომაა ეს სისტემა ყოველთვის კრახისთვის განწირული.
ამ პრობლემას ეწოდება ეკონომიკური კალკულაცია, რაც სოციალიზმში შეუძლებელია. ეს საკითხი აუცილებლად მოითხოვს დასაბუთებას. 

სოციალიზმის პირობებში, ვერასოდეს მოხდება რესურსების ეფექტური განაწილება რადგან საბაზრო ფასების არ არსებობის პირობებში ვერასოდეს გავიგებთ იყო თუ არა მომგებიანი  ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ეს პრობლემა ყველანაირ წამოებას ეხება მაგრამ ამჯერად მაგალითი მოვიყვანოთ ლუდვიგ ფონ მიზესის ნაშრომიდან.
ვთქვათ საგეგმო კომიტეტი აპირებს სარკინიგზო ხაზების გაყვანას, მას უჩნდება კითხვა, თუ, რამდენი ხაზი უნდა გაიყვანოს. თუ ზედმეტად ბევრ ხაზს გაიყვანს ის რესურსები გაიფლანგება, რომელიც შეიძლებოდა სხვა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად გამოგვეყენებინა. თუ ნაკლებ ხაზს გაიყვანს, მაშინ, ის რესურსები დარჩება გამოუყენებელი რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რკინიგზა ბევრად უფრო ეფექტური ყოფილიყო. კითხვაზე თუ რამდენი ხაზი უნდა გაიყვანო, კაპიტალიზმის პირობებში პასუხი ძალზედ მარტივია.
მანამ გააგრძელებ ხაზების გაყვანას სანამ მათ მიერ მოტანილი სარგებლის მეტობა შენარჩუნდება მის დანახარჯებთან შედარებით.
ამისი გამოთვლა მხოლოდ საბაზრო ფასების პირობებშია შესაძლებელი. 
ვინაიდან სოციალიზმის დროს საბაზრო ფასები არ არსებობს, რესურსების ეფექტურად განაწილება შეუძლებელი ხდება.

ეს პრობლემა სოციალიზმის დანერგვისას ყოველთვის შეგვხვედრია. ამის მაგალითია კუბა, სადაც 1960 - ან წლებში მგეგმავება შეამჩნიეს რომ ბევრად უფრო მეტი საწარმოო ხარჯები ქონდათ ვიდრე რეალურად იყო მათი წარმოება. ამიტომაც მათ მეზობელ კაპიტალისტურ ქვენებში, ბაზრის მიერ დადგენილი ფასების დუბლირება დაიწყეს და შედეგად 70- ზე მეტი საწარმო დახურეს. ანალოგიური ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც. ის ბევრად ადრე დაიშლებოდა რომ არა სხვა, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში დადგენილი ფასების კოპირება და ამაზე წარმოების აგება.

როცა სოციალისტებს ჰკითხეს თუ რას იზავდნენ მთელ მსოფლიოში სოციალიზმი რომ ყოფილიყო, მათ უპასუხეს: ამაზე მაშინ ვიფიქრებთ, იქ რომ მივალთო. 
მსგავსი ნაკოლვანებები ყველა სოციალისტურ სისტემას ახასიათებს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ გახდა შესაძლებელი მისი გრძელვადიანი ფუნქციონირება.
სოციალისტები საუბრობენ  ხოლმე იმაზე თუ როგორ მაგიურად მოხვდება უგემრიელესი საკვები ამხამაგების პირში. მაგრამ არასოდეს ხსნიან თუ ეს როგორ მოხდება. სადაც კი შეეცდებიან ეკონომიკური დეტალების სიღრმისეულ ახსნას, სწორედ იქ აღმოჩნდებიან ჩიხში. 

ეს იყო მცირე მიმოხილვა სოციალიზმის ნაკლოვანებების. თუ, მაინც ვერ დაინახეთ, რამდენად ნაგავია სოციალიზმი და კვლავ აგრძელებთ ლაპარაკს რომ კომუნისტების დროს ხალხი კარგად ცხოვრობდა, ყველა მუშაობდა და ა.შ, უბრალოდ გადახედეთ როგორ ცხოვრობდა ხალხი საბჭოთა კავშირში და როგორ ცხოვრობდა აშშ-ში. ვფიქრობ, განსხვავების პოვნა არ უნდა გაგიჭირდეთ. 
ხოლო ისინი, ვინც ამბობთ, რომ, ხომ აღარაა სოციალიზმი და რატომ ვართ დღესაც ღარიბები, ეს საერთოდ ცალკე საუბრის თემაა და ცალკე სტატიას საჭიროებს.
კომენტარები (0)