0

ყვავილებსაც ელოცვინებათ


ამბობენ კაქტუსებს დიდ ხანს ყოფნით წყალი, რომელსაც უსხამ. ახლა ქართულ ლოცვას დააკვირდით - "შემიწყალე" -  მეწყალობე, მეყავ, ვითარცა წყალი, მწყურია! მონასტერში წასვლამდე სამყოფი წყალი მივეცი ყვავილს, აბა ისე როგორ წავიდოდი და როგორ უნდა აღმენიშნა შობა საერთოდ?! განა უფალი არ ამბობს ადამის მიმართ - "მთავრობდე ქვეყანასა ზედა". მეც ხომ (ადამ)იანი ვარ. მე მინდა, ქართულ სიტყვებს დააკვირდეთ თუ როგორ ფარავენ ისინი თავის თავში და იტევენ რაღაც საოცარს, ამაღლებულს! შინ მობრუნებულს იგი ისევ მეჩვენა მე, როგორც სამყარო, რომელზეც უნდა ვიზრუნო და ჩემი ჭიქიდან გავუნაწილე წყალი ყვავილს, რადგანაც მთხოვდა - "შემიწყალე მე, როგორც გწყალობს შენ უფალი." 

ყვავილი ლოცულობდა.
კომენტარები (0)