მკვდარი მუზები


მთელი მონდომებით მიმეორებდა; როდესაც მუზები გაგიწყრებიან შენ მაინც უნდა წეროო. ჩემი "არაფერი" კი ისე გასაგებად იყო ნათქვამი, თანხმობად მიიჩნია. მისთვის იმის ახსნაც ვცადე, თუ რატომ ვეღარ ვწერდი, არ გამომივიდა.

მერე ვიჯექი და ვფიქრობდი. ზუსტად არ ვიცი  რაზე. შესაძლოა ეს ფიქრი არ დაუწერელ რომანებს ეხებოდა. ან, აუხდენელი ოცნების ამარა დარჩენილ ადამიანებს. ან, პრელუდიის ფიქრში გართულ მუსიკოსებს. ან, დაულაგებელი ცხოვრებით გამოვლილ ლოთებს. ან, მკვდარ მუზებს...

ნუთუ არსებობს ქვეყნად ისეთი მეტაფორა, რომელიც გამქრალი მუზების შესახებ ამბავს დაიტევს? - იმ მუზების ამბავს, რომელთა სიკვდილი ჯერ კიდევ  წინა თვეში შენიშნე და არ შეიმჩნიე. ვერ გაუფრთხილდი, ვერ შეინახე, ვერ დაიცავი. მუზები კი ადგნენ და შესაფერისი აურზაურით გარდაიცვალნენ. გამოგეცალნენ: გულიდან, სხეულიდან, ცხოვრებიდან...

ყოველ ჯერზე როდესაც გარდაცვლილ მუზებს ვიგონებ, მათი შეხების სურვილი მიჩნდება, დაბრუნების ჟინი მიპყრობს. ვიხსენებ მათი სიკვდილის მომენტს, ყურში გარდაცვალების სიმფონია ჩამესმის, სიკვდილის სუნს ვგრძნობ...
ვგრძნობ, სათითაოდ როგორ კვდება მათ გარეშე ჩემში ყველა ნაწილი. ვერაფერს ვაკეთებ, ვერაფრით ვშველი.

მუზის გარეშე დარჩენილი  -

ვიშლები, 
ვნაწილდები, 
ვიფანტები,
ვქრები...

შემდეგ ყველფარი იწყება თავიდან...

ვიშლები,
ვნაწილდები, 
ვიფანტები,
ვქრები,

ვ ქ რ ე ბ ი !

და მერე ისევ თავიდან...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი