0 3

საუკუნო სიცოცხლე ხარ


ყოფილხართ?! ოდესმე სიგიჟის ზღვარზე
როცა ვერ არჩევ მზესა და მთვარეს
მხოლოდ აღიქვამ, როგორც ქმნილებას
სამყაროში ორ ულამაზს რამეს

ყოფილხართ?!  ზღვაში ჩაძირული ღამე
უსუსური დაგინახავთ საკუთარი სახე,
როცა დრტვინავ შიშისაგან და კანკალებ
გითქვამთ?! სიტყვა უფლისათვის
ღმერთო მიხსენ მკლავენ.

დაგინახავთ?! თქვენ სიკვდილის უხილავი მხარე
სულს, რომ გიკლავს უხილავად, შენც რომ  ნებას აძლევ
ამასოფლით თუ კი ტკბები თავად შეეთანხმე
თუ კი, უარს განუცხადებ, ეტყვი მტკიცედ განვედ
ბოროტების სავანევ და მავნევ
მთელი გულით შეჰღაღადე ქრისტეს ვეთაყვანე

ჩემი გული ტახტად მკვიდრობს ღმერთო დაივანე
შენს წიაღში მსირს ვიცხოვრო არ მსურს ვიყო სავლე
მისაბაძი მაგალითი მყავს მე წმინდა პავლე
შენს ვენახში, რომ დამკვიდრდა დიდი მევენახე

ყურძნის მტევანს მაწვდიდა, ტკბილი იყო ვნახე
მეც მომინდა ზიარება და ღმერთს გეთაყვანე
შენთან მოაულს ნუ გამიშვებ
შენთან სიყვარული ვნახე
საუკუნო სიცოცხლე ხარ, მე შენ დაგინახე
კომენტარები (0)