0 2

ნუთუ?! არ კმარა ადამიანო!?


ნუთუ?! იმ სიყვარულის დატევა გვიჭირს
რაც წმინდაა და ნეტარი ღვთისგან
ნუთუ?! ესოდენ ძალიან გვიმძიმს 
გაგება უფლის და შემეცნება

ხშირად წარმოვთქვამთ წმინდა წყაროა
და უსასრულოდ მოესინება
რატომღაც არ გვსურს  წყურვილის მოკვლა
უდაბნოში გვსურს უწყლოდ დაჭკნობა

ბუნების  მგოსნებს მაინც შევხედოთ
ბულბულის სტვენას შაშვის გალობას
როგორ ლამაზად აღწერა ვაჟამ
მთელი ბუნების წარმომავლობა

მას შეუყვარდა ღმერთის ქმნილება
ღმერთს კიდევ უფრო განადიდებდა,

მირიან მეფია მაგალითს მივყვეთ
როცა ირწმუნა ღმერთის დიდება,

ასიათასი მოწამის სისხლი
ასე უბრალოდ არ იკარგება,

ელოს მებრძოლი გმირული სული
სამშობლოს მუდამ გამოადგება,

 მამა პაისის ნამოღვაწევი
ქრისტიანების სულებს მისწვდება,

მამა გაბრიელ შენი სწავლება
წყაროს წყალია და შთაგონება,

ნუთუ?! არ კმარა ადამიანო
რათა ირწმუნო ქრისტეს დიდება
ურწმუნოთაგან, რომ გამოხვედით
ცრუ სიბრძნისაგან სიტყვა გიცდებათ
ირწმუნეთ ღმერთი და დაინახავთ
თუ სიყვარული როგორ გიხდებათ.
კომენტარები (0)