0 12

ცისფერი მთები


ცისფერი მთები იქარგება მზე რომ კიაფობს
ნათლის გამცემი ელვარება კაცში დუღდება
საოცარია ნეტარების  დონე თუ გახსოვს
და გლოვის ტომი შენში არც კი ჩერდება

შავბნელ სურათზე აღმოკითხვა ცოტა გართულდა
სხვადასხვა ფერი დემაგოგობს გენეტიკურად
ცაში ახედვით ღია რკალი თუ გამოჩნდება
ლამაზ ფერებში მზის სხივები აფირუზდება

ასე ეგონა გალაკტიონს პოეტურ ხედვით
ქვეყნიდან გასვლა, რომ პოეტისთვის ვარდისფერდება
დაე შეხედეთ ილიას სისხლი დღესაც ღაღადებს
სიმართლისათვის მებრძოლობა როგორ გრძელდება
კომენტარები (0)