0 12

აქ მისია ამოვწურე


ცის კიდეზე აელვარდა ღამით მთვარე წყნარი
აქ მიწაზე ამოვარდა ძალზე ძლიერ ქარი
ვარსკვლავების განლაგება როგორ ბრძნულად არი
მე მუზების სამეფოდან ვიხმე აზრი ზარით

დათვლაც ძალზე აღარ მძალუძს სამყაროში რამის
მთვარის სივრცე უსასრულოდ მეჩვენება ღამით
ცის სარკმელი თუ გაიხსნა და თუ მიხმე მამი
აქ მისია ამოვწურე ალბათ ჩემი თავის

და განვაგრძობ მანდ ცხოვრებას უსასრულო წამით
მარად, მარად შენ გადიდებ მთელი სულის გავლით
კომენტარები (0)