0 15

.


დავიღალე უფალო, აღარ ვიცი რა ვქნა?!
ვიცი ძალა ტირილის ჩუმი სევდაც თან ჰყვა,

ზოგჯერ მსურს რომ ვიყვირო
დავამსხვრიო ყინული
გულში სხივმა ინათოს
ჩემი უფლის დიდებით

ვიცი, კერძო არ ვის ხარ
მაგრამ ჩემი გიწოდე
მრწამს, მე სულთა კავშირის
სამყაროს ხარ მეუფე

ამასოფლის ჰანგები
თავზე შემომხვევია
სიყვარულის ძახილით
ზეციურმა მეწვია

ეს რა ტკბილი ყოფილა
შენი სიტყვის შეხება
ეს რა დიდი ყოფილა
ღმერთო ჩემო მშვენებავ

მარტოსული ვღაღადებ
წამიც სატანჯველია
ღმერთო შენი სახელი
ჩემი სულის მხსნელია

მე ეს მინდა უფალო
უანგაროდ გიბოძო
ჩემი მთელი არსება
შენი მინდა იწოდოს

ვფიქრობ, როგორ მოხდება
სამყაროც შელევია
ვეღარ უძლებს ეს გული
სივრცეც უკვე მგელია.

დაიფლითა სიტყვები
უმოქმედო ცხოვრებით
რწმენა მოჩვენებითი
არაფრის მთქმელია.

ღმერთო, ბევრს უღაღადია
ბევრის კვნესაც ისმოდა
სამყაროც კი შეუძრავთ
ღმერთი მათთან მისულხარ.

დამდაბლება ისეთი
შენ, როგორიც გვიჩვენე
აღფრთოვანდა  ქვეყანა
ღმერთო კაცად გიხილეს

სიყვარული ისეთი
შენ, როგორიც გვიჩვენე
კამკამაა გულების
უკვდავება გვიბოძე

ადამიანს უწოდე
შვილი უსაყვარლესი
ჭეშმარიტი ძე შენი
ამქვეყნად მოგვივლინე

სამყაროა ისეთი
კედელ-კედელ  ნაგები
ჩვენი სხვააზროვნებით
სულ თავ-პირი  ვიმტვრიეთ

ასე, მწიფედ დავცლილვარ
როგორც ხილი ხის ტოტებს
მე ცოდვილი ვაგდივარ
ღმერთო ჩემს სულ გავედრებ.
კომენტარები (0)