0 2

131


ერთგან, პატარა დაბაში
თვალი მიიპყრო გოგონამ
მსურდა, რომ ცას შემედარა
და შევადარე მეგონა

მივედი და მივესალმე
ვთხოვე გაცნობის წამალი
მისი თვალები მიმზერდა
იყო ძალიან ალალი

პატარა, მაგრამ ლამაზი
ისტორიაა საღ აზრი
თხრობას აქედან დავიწყებ
ფერებში იყოს თვალნათლივ

გავიხსენებდი ცის ძალას
ბუნების ზომას და კანონს
გააჯავრებდი ქმედებით
ააყვირებდა სამყაროს

მსგავსადვე მისი ბუნება
საოცარი და ნაზია
თვით შედარება ბუნების
არსში მყოფელი გარსია

სულ, ვფიქრობ რა ლამაზია
მის სულში მყოფი ხატება
რა საოცარი ქმნილება
რა დიდებული მსგავსება

შეუცნობელი კაცისთვის
არსად არ  დაიკარგება
გულისთვის მითქვამს შეამკე
არ დააყოვნა განგებამ

ხატოვნად გადმოცემული
გრძნობა სიტყვებში ამღერდა
ხომ ლამაზია განგება
დიდად მეტყველი გაგება
ნათლად მოსული ბრძანება 
სიტყვის კონებად ბრძანდება
კომენტარები (0)