0 8

უბრალოდ


ნუთუ მოვიდა ჟამი სიკვდილის
ღამით კვნესოდა მთრთოლვარე გული
ტკივილის ზღვაში მოჩანს უფსკრული
და შორს მნათობად შენ დაგიგულე

ელვარე ცაზე გაისმის ხმები
კოსმოსში ჰანგებს ძალა ჰქონია
ვით გნოლი ცაზე ლამაზი ფრთებით 
შენ კი აქ მიწა გაგიზომია

წვიმის წვეთებზე დაიდო რიცხვი
გულში ცრემლები გახდა სათვლელი
რომ შევადარო ორივე ერთად 
ალბათ ცრემლები იქნება მეტი

ნუგეში მოდის უმალვე წამში 
ზეციდან მაწვდის მეფე სამყოფელს
მან იცის გულში წმინდად მიზიხარ
და ჩემს სულს ხშირად მადლს აზიარებს 

დაე ღვთის ნებამ დალოცოს გზები
ისეთი როგორიც იქნება ხვალე
მე უდრტვინველად ვიტყვი ხმამაღლა
რომ შენ მიყვარხარ ქერუშკა მძლავრედ

გულწრფელი იყოს სიტყვა და საქმე
უკუნითიდან უკუნისამდე 
დაე განვლილმა გზებმა აჩვენოს
რომ შენ ამ გულში ჩემს გზებს ანათებ..
კომენტარები (0)