0 8

თავს ვკარგავ


თავს ვკარგავ სადაც ხარ
და ვამბობ რომ ჩემი ხარ 
მაგრამ ისევ ველზე ვარ.

ბრძოლას ისევ იქედნის
მემუქრება ეშმაკი,
არდავუთმობ მე შენს თავს
ვებრძვი ქრისტეს სახელით 

რადგან ღმერთმა ღრმად იცის 
რომ მიყვარხარ სავსებით
გაფასებ და პატივს გცემ 
დაუცლელი თასებით

ვიცი დღეს არ გიყვარვარ 
ვიცი დღეს არ მაფასებ
მე კი მუდამ მიყვარხარ 
მე კი მუდამ გაფასებ

მემუქრება ბნელეთით
რომ შენს თავს მე წამართმევს
სხვას მოგიჩენს დამცველად
თითქოს მართლა გაფასებს

იქ კი გატკენს ძლიერად
იმ სხვას გამოიყენებს
დიალოგი ჩემთან აქვს
ბოროტულად მიმტერებს

ამბობს ძლიერ დაგტანჯავს 
დაგახრჩობს და გაწამებს 
გულში ყველას მოგიკლავს
ვინც გიყვარს და აფასებ

მაგრამ ნუ შეშინდები
ღმერთი მას არ დაუშვებს
ჩემი ლოცვა გიფარავს 
მოვა დრო და გაუწყებს

შორიდან კი ილანძღოს 
სავანიდან ბოროტთა
შენ ეგ ნუშეგაშინებს
მსხვერპლად ვდგევარ ოდითგან

უფალს ძლიერ ვუყვარვართ
იცოდე რომ დაგვიცავს 
ჩემი მსხვერპლი ტყუილად
ღვთისთვის არდაბერდება
კომენტარები (0)