0 8

საყვარელ ადამიანს


კაშკაშებს  ცაზე წვრილად
შორსა და მიუწვდომლად
იცი?!  ძალიან მინდა
მივწვდე ლამაზად მყოფსა

კაშკაშებს ძლიერზე ძლიერ 
მიტაცებს ფიქრების ზღვაში
კდემამოსილად მიწვევს
კოსმოსის იქეთ თავში

ვფიქრობ იმოსავ ძაძებს
ჩვენ შორის არსებულ სივრცით 
მე სიყვარულით გაწვდენ
ლოცვას ცხოვრების სტილში

ბედნიერ ქალად გაქცევ
თუკი მომისმენ გულში 
კალამს დავტოვებ კვალად
გრძნობა არამაქვს ბუში

ეს სიყვარული მე მსურს
სრულად გაჩუქო სულში
უსასრულოდ მსურს გითხრა
გაჩვენო სამოთხის ნუში

ედემს დავტოვებ რუკად
ჩემს სიყვარულს კი დუხში
როცა ინდომებ სრულად
ჩემს სიცოცხლესაც გჩუქნი

ასაკს მივუძღვნი იმდენს
იმდენს რამდენსაც მინდა
ოღონდ ინებე გრძნობის
ეს სიყვარული წმინდა

ცის სამეფოში ვიტყვი
მიყვარს მიყვარს და მიყვარს
მასთან ცხოვრების შანსი
ქრისტე თუ მაკურთხებს მინდა

ზეცას შევხედე წამში
პასუხის ნახვა მსურდა
ცა სილამაზით იყო
ზეცა დუმდა და დუმდა.
კომენტარები (0)