0 6

გამეორება


მიწა მიწა მიმაყარა
არც თქვა სიტყვა რამეო
ხმას ნუ იღებ დადუმდიო
და ღმერთს ნუ ადიდებო

განვეშორე  ამ უღმერთოს
ვუთხარ ყოველ საქმეში
მხოლოდ უფალს განვადიდებ
დიდებულს ამ სამყაროში

დამიჩემა დიალოგში
მოდი მოდი შემოდიო
ღმერთი თუ გწამს მოისმინე
ჩემი სიტყვაც ნათქვამიო

სად გინახავს მაგ თვალებით
ღმერთი ვისაც ადიდებო
თუ გინახავს დამანახე
რათა ყველამ ვირწმუნოთო

არც ტკივილი იქნება და
არც სიკვდილი ობლებისო
არც არავინ არ დაჩაგრავს
ადამიანს ყველას ტოლსო

გამიღიმა  ირონიით
თითქოს გულში გაეჭვეო
მიგიყვანე იქამდე რომ
ღმერთი ნებით უარყვეო

ელოდება  მხოლოდ იმ წამს
რომ ხმამაღლა მოისმინოს
თითქოს ღმერთი არ არსებობს
ილუზიით რომ მაცხოვროს

და მივუგე ბოროტი ხარ 
ცბიერია შენი ზრახვა
ღმერთი მუდამ არსებობდა 
მისგან მოდის წმიდა სიტყვა

ვაღიარებ ერთ ჭეშმარიტ
დიდებულს და გასაოცარს
მამას ძეს და სულიწმიდას
ერთ სიყვარულს ჭეშმარიტსა

ვიცი როგორც შეცდა ადრე
ევა ნორჩი ქმნილი წმიდა
მოატყუე უცოდველი
შეაპარე ურჩი ცოდვა

დააჯერე თითქოს ღმერთის
ნება არის არჩევანი
რომ შეეცნო და ეურჩა
ვაშლის ჭამით უფალს წმიდას

ეგ გზა უკვე განვლილია
მე არა მსურს  დაჯერება
ჭეშმარიტი ღმერთის მინდა
ჭეშმარიტი ღმერთის  სიტყვა

განვედ ჩემგან და შეგრისხოს
დიდებულმა ქრისტე ღმერთმა
წილი შენთან მე არ მინდა
განვადიდებ შემოქმედსა.
კომენტარები (0)