0 7

მოთმინებითი მადლობა


რამდენს გაუძლოს ამ თიხის გულმა
ღმერთო მშვენებავ ტკბილო უფალო
მოთმინებითა განუძლო  სულმა
მადლობა ტკბილო უფალო იესო 

განვლო დღეებმა თითქოს წლებმა და თითქოს წუთებმა
დიდება შენდა მარად უკვდავ და მარად უცვლელსა
გული ჩემი ზეცას უხმობს 
ჩემს მეუფე ქრისტესა
შემიწყალე ღმერთო ჩემო
ნუ დამტოვებ ცოდვილსა

შენ უბიწო   შენ წმინდაო
შენ ხარ დედა უფლისა
გევედრები ღმრთისმშობელო
ნუ დამტოვებ აქ მწირსა
თორემ მარტო წარვიწყმდები
და დავკარგავ მე სულსა

შენ უბიწო შენ წმინდაო
ღმრთისმშობელო მარიამ
შეიწირე ეს ცრემლები
მწარე ტკივილს უღვრია
აძაგძაგდა გული ძლიერ
მორჩილება მწადია

გევედრები ანგელოზო
ჩემი სულის მფარველო
ლამაზტკბილად მოსაუბრე
უფალს თხოვე შემიწყალოს
ლოცვას შენსას ისმენსო
შენი ლოცვა წმიდა არის
ღმერთი ტკბილად გისმენსო

გევედრები შენ წმიდაო 
ღირსო მამა გაბრიელ
შეგვეწიე ამ მძიმე ჟამს
ღმერთს რომ არ ვუღალატოთ

გავამრავლოთ სიყვარული
უფლის მცნება ვიმარხვოთ
დავმორჩილდეთ ეკლესიას
ძმამ ძმის ფასი ვისწავლოთ

ჩვენ სამშობლო გველოდება
ზეციური სამოთხე
ვუერთგულოთ ქრისტე ღმერთსა
მსხვერპლის ფასი  გვესმოდეს
კომენტარები (0)