0 14

გამოფხიზლდი


მოვა დრო და წაიშლება წუთისოფლის სახე ჩემში
და მე წუთისოფლისავითვის არ ვიქნები სახე მწირის 
დაინგრევა ვნება ვნების გულწარმტაცი გულსაწირი
უფალს სურს რომ დავიწერო მე ზეციურ ცოცხალ წიგნში

ნუთუ ჩემი სურვილიცა ეს არ უნდა იყოს განა?!
ჰოი, მონავ, ზარმაცო და ფართო გზაზე მობარბაცე
გაახილე ეგ თვალები ვის მიჰყვები შარაგზაზე
შეუდექი წმინდა უღელს, სადაც მცირე მიდის ნათელს

მართალია, გზა ტკივილის მრავლად არის ამ ეტაპზე
დაითმინე ბოლომდე და მალე მიხვალ სახლის კარზე
დაიხსომე მარტო არ ხარ ძლიერი გყავს მეფე ცაზე
მოგივლინა ანგელოზი რომ იარო უფლის კვალზე

რა ჯობია ამ დიდებულს სიდიადეს ქვეყანაზე
აქ ხომ ჩემი გამოცდაა სადაცა ვარ ამ მიწაზე
და როდესაც მოვა ჟამი  წარდგომისა სამსჯავროზე
რა პასუხი გავცე უფალს აქ თუ წმინდად არ ვიცხოვრე

სჯობს დავფიქრდე სანამ აქ ვარ ჩავუღრმავდე საკუთარ თავს
და მოვუხმო უფალს ძლიერს როგორც შვილმა მონანულმა
სული ჩემი შევავედრო ხელთ ვაბარო წმინდა სულსა
მოვა დრო და გაეყრება სული ჩემი ამ სხეულსა.
კომენტარები (0)